

ქალაქის იერ-სახის გაუმჯობესების მიზნით, გორში არსებული სკვერების და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანების სამსახური სხვადასხვა სახის სამუშაოს ყოველდღიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მცენარეების დეკორატიული სხვლა-ფორმირება, გაზონების გათიბვა-გასუფთავება, ჩამოცვენილი ფოთლების გატანა და მრავლწლიანი ნარგავების გადაბელვა.
„გამწვანებული სივრცეების მოწესრიგების პარალელურად, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის, ტროტუარების და ქუჩის განათების მოწყობასთან ერთად ხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და ირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე“, - აცხადებენ მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.