

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თავისუფლებისთვის და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთობილი პროექტის ფარგლებში, გორში ღონისძიება - „ევროპა ჩემოდანში“ გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ექსპერტები ეწვევიან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და გერმანიიდან.
შეხვედრაზე, რომლის ძირითადი თემაა „ევროკავშირის კრიზისის მართვის მექანიზმები სამხრეთ კავკასიაში“, პროექტის მონაწილე სომხეთიდან, „უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი არეგ კოჩინიანი ისაუბრებს. პრეზენტაციის შემდგომ კი გაიმართება დისკუსია.
შეხვედრა 17 ოქტომბერს, 11:30 საათზე დაიწყება და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (იერუშალაიმის ქუჩა 18) ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ მისამართზე: // forms. gle/5kkUH1amV3ohN4YWA
შეხვედრის სამუშაო ენა ინგლისურია.
ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.