

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები, „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სოფელ ზერტში სპორტული მოედნის და ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ფეხბურთის მოედანზე ხელოვნური საფარი, გარე განათება, ღობე, ფეხბურთის კარები მოეწყობა.
„ფეხბურთის მოედნის მიმდებარე სივრცეში, იგეგმება, ასევე, გარე მოხმარების სავარჯიშო ინვენტარის მონტაჟი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დეკორატიული ბორდიურები და კაუჩუკის ფილები.
პროექტები, „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.