გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიდი ქართველი ქორეოგრაფის - გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო გაიმართება.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარსდგება.
„ქორეოგრაფიის საღამოზე ნაჩვენები იქნება გიორგი ალექსიძის მიერ დადგმული თანამედროვე ბალეტები და საბალეტო მინიატურები: ა. ბერგის, გ. ყანჩელის, ე. დენისოვის, ჰ. მერსეს და დ. შოსტაკოვიჩის მუსიკაზე“, - აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.
ღონისძიება 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია თეატრის სალაროში (ტელ:. 0370277932), ან ონლაინ საიტზე www. biletebi. geმომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს