

გორში, ქალაქის ცენტრში, უცნობმა პირებმა საგზაო ნიშნები, გარე განათების ბოძები, დეკორატიული სკამები და ხე-მცენარეები დააზიანეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და მოსახლეობას ქალაქის იერ-სახის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს შეხსენება, რომ ქალაქის ქუჩებში არსებული ინვენტარი თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა.
ქალაქი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა!
გთხოვთ, ნუ დააზიანებთ ინვენტარს, რაც ჩვენი ქალაქის გამორჩეულ იერ-სახეს ქმნის!
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს სიჯანსაღესა და სილამაზეზე!“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.