სპორტი
19.02.2020 15:40
დილამ თურქეთში ნულებს მოუხშირა

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ მესამე ამხანაგური მატჩი გამართა, თუმცა, მოგება ჯერ ვერ იზეიმა.

პირველ პაექრობაში, მოსკოვის „ტორპედოსთან“ 2:3 დამარცხდა, შემდეგ ოდესის „ჩერნომორეცს“ დაუპირისპირდა, გუშინ კი, ბელარუსის „შახტიორს“ შეხვდა და ორივე შემთხვევაში ერთნაირი ანგარიშით, 0:0 ითამაშა.

თურქული შეკრების დასრულებამდე, „დილა“ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომელიც 20 თებერვალს ყაზახეთის „თარაზთანაა“ ჩანიშნული, ამ შეხვედრის შემდეგ, „დილა“ სამშობლოში დაბრუნდება. 

აქვე დავამატებთ, რომ ეროვნული ლიგა 1-ს ახალი სეზონი სტარტს 29 თებერვალს აიღებს. „დილა“ კი, პირველ ტურში სტუმრად ქუთასის „ტორპედოს“ ეთამაშება.

კვირის ამბები