

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის ინფორმაციით, წლის ბოლომდე DRG სისტემა მშობიარობასა და ახალშობილის მკურნალობაზეც ამოქმედდება, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად, ყველა სამედიცინო მომსახურებას მოიცავს დამწვრობის გარდა.
„ამ ეტაპზე ტექნიკურად გამზადებული გვაქვს ის სერვისები, რომელიც დამატებით მოექცევა „დიარჯი“ სისტემაში. ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებს გავდივართ. როგორც განვაცხადეთ DRG სისტემა მშობიარობასა და ახალშობილის მკურნალობაზეც გავრცელდება. საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსებული ყველა სერვისი DRG სისტემაში მოექცევა გარდა დამწვრობისა, რომელიც ჯერ კიდევ DRG-ის გარეთ რჩება.
მსოფლიოშიც ნაკლებად არის მსგავსი პრაქტიკა, როდესაც დამწვრობა DRG სისტემის ფარგლებში მოექცევა“,- აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.