

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი და შიდა მობილობის პროცესი16 ოქტომბერს დაიწყება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, განცხადებების მიღება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში (სტალინის გამზ. 16) 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, სააღმზრდელო პროცესი გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყო. ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.