

გორის „დილა“, სტუმრად, თბილისის „დინამოსთან“ ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში თბილისის „დინამომ“ გახსნა. „დილას“ კარში პირველი გოლი გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. მე-18-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა სხვაობა კიდევ ერთი ქულით გაზარდა. 24-ე წუთზე კი უსმანე კამარამ „დილას“ კარში მესამე გოლი გაიტანა.
რაც შეეხება გორის „დილას“, შეხვედრის მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი ნიკა გაგნიძის ანგარიშზეა.
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.
მომდევნო მატჩში გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, პირველი მატარებელი 26 მაისს შემოვა