სოლომონ წიკლაურის მემორიალურ ტურნირზე ძიუდოში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა წარმატებით იასპარეზეს.
სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ბაბუციძე (60 კგ.) და გიორგი ზურაბაშვილი (81 კგ.) გახდა.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება ლაშა ადუაშვილმა (46 კგ.) შეძლო.
73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიუნაშვილი კი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია.
ცნობისთვის, სოლომონ წიკლაურის მემორიალური ტურნირი, რომელიც საქართველოს პირველობასთან იყო გათანაბრებული, თბილისში ჩატარდა და 2008-2009 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს