

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც სოფელ კოშკებში ხორციელდება, ბეტონის გზის და მდინარეზე ხიდ-ბოგირის მოწყობას ითვალისწინებს. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე კი 161 მეტრია.
ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენშიც. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 267 მეტრს შეადგენს.
სოფელ ქვემო ბოშურში, საავტომობილო გზის მონაკვეთის გამაგრების მიზნით, უკვე მოეწყო გაბიონი, ხოლო სოფელ ბიისში მდინარეზე საფეხმავლო ხიდი გაკეთდა.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ახორციელებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.