

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულის დაარსება, მე-4 საუკუნეში, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის და მისი დედის, წმინდა ელენეს სახელს უკავშირდება.
გადმოცემის მიხედვით, წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც გაეკრა კაცობრიობის მხსნელი. ის გაემართა იერუსალიმისკენ და დაიწყო ამ ჯვრის ძიება.
ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული.
იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი, მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აღამაღლა.
იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება ქრისტიანებისთვის სულიერი ამაღლების მაგალითია.
ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს