

გორის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტის „ქართლის საღამოები“ ფარგლებში, ლიტერატურული საღამო გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, შეხვედრაზე ახალგაზრდა პოეტებმა მარი ბერუაშვილმა და აბრო ქვემოხეველმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
ცნობისთვის, ლიტერატურული საღამო საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ინიციატივით და გორის საჯარო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს