

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, დაწესებულება ახალი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო გარე და შიდა სივრცეები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღობეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 5 ჯგუფზეა გათვლილი და 150-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
რეაბილიტირებული შენობის საზეიმო გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კარალეთის პირველი ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.