გორში ეროვნული ლიგის 21-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართება. გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა ხვალ, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება.
საფეხბურთო კლუბის ცნობით, მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმაზე TKT.GE შეუძლიათ. ხვალიდან კი, სტადიონის სალაროშიც გაიყიდება.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი „დილამ“ საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ