საზოგადოება
18.09.2023 12:11
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი გაიზრდება

ოქტომბრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მათთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

„სახელფასო ანაზღაურება 2024 წლიდან დამატებით 10 %-ით ისევ გაიზრდება. უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა“, - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, ოქტომბრიდან გაზრდილ ხელფასს 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი თვეში, საშუალოდ 8 მორი-გეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536 ლარი, პარამედიკოსის - 2184, მოტომედიკოსის - 2184, უმცროსი ექიმის - 1800, ექთნის - 1664, მძღოლის - 1520, დისპეტჩერის - 1392, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648, ცვლის უფროსის - 2560, ცვლის უფროსის მოადგილის - 2128, ხოლო ოპერატორის -1024 ლარი.
კვირის ამბები