გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ორმა საჯარო სკოლამ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ავტორიზაცია გაიარა და ავტორიზებული სკოლის სტატუსი მოიპოვა - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო და სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს ახალი სტატუსით ხვდებიან.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსის მისაღებად პროცესები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 13 სკოლაში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი საქართველოში წელს პირველად ახორციელებს საჯარო სკოლების ავტორიზაციას.
გორის №2 და სოფელ შინდისის საჯარო სკოლები, ასევე, ავტორიზებული საჯარო სკოლის სტატუსს ატარებენ.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს