კულტურა
11.09.2023 17:00
გორის სალოტბარო სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გორის სალოტბარო სკოლა, ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული გალობის შესწავლის მიზნით, მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

სალოტბარო სკოლაში სწავლის მსურველთა ჩარიცხვა 6 წლიდან იწყება  და ასაკი შეუზღუდავია.

როგორც გორის სალოტბარო სკოლაში აცხადებენ, ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ, მოსწავლები (15 წლის ასაკიდან) ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შესაბამის სერტიფიკატს აიღებენ.

„სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეს საშუალება აქვს სწავლა გააგრძელოს გიორგი მთაწმინდელის გალობის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა უფასოა“, - აცხადებენ სკოლაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე: 599344388

ცნობისთვის, გორის სალოტბარი სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. სკოლის მისამართია: გორი, გორისა და ატენის ეპარქიის საკათედრო ტაძრის ეზო „ნალია.“

კვირის ამბები