

იმის მიუხედავად, რომ გორს თავდაცვის შესანიშნავი საშუალება - გორის ციხე გააჩნდა, სადაც მოსახლეობა თავს აფარებდა, ქალაქის ირგვლივ ზღუდეც ყოფილა.
გორს, ძველად, გალავანი ჰქონია შემოვლებული. ისტორიულ წყაროებში მე-17-მე-18 საუკუნეებსია მოხსენიებული გორის გალავანი. გალავანს სამი შესასვლელი ჰქონდა: ,,იმერეთის ჭიშკარი“, ,,მუხრანის ჭიშკარი“ და ,,თურქეთის ჭიშკარი“.
,,იმერეთის ჭიშკარი“ იმ ადგილას ყოფილა, სადაც ამჟამად მე-2 საჯარო სკოლაა, ,,მუხრანის ჭიშკარი“ ამჟამინდელი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ,,თურქეთის ჭიშკარი“ კი იმ ადგილზე ყოფილა, სადაც დღეს რესტორანი ,,ბერიკონია“.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი