ლიგა 3-ის მორიგი ტურის მატჩში გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ „მერანი 2“-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას გორელთაგან მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი არჩილ გიგაურმა, გიორგი ხაჭაპურიძემ, გურამ ბალახაშვილმა და აკაკი სირბილაძემ გაიტანეს.
შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ გორელები საშინაო პაექრობას ზედიზედ 4 ტურია მოგებით ასრულებენ.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ