რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში, ვერხვების დასახლების ტერიტორიაზე.
სუხიშვილის ქუჩის დასაწყისში ერთმანეთს ,,ბეემვეს“ მარკის ჯიპი და ,,ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს