

გერმანელი მოხალისეები - კაი გოელერი და ფრანცისკა მილერი, 12 თვის განმავლობაში, მოხალისეობრივი მობილობის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის და ახალგაზრდების განვითარების კუთხით იმუშავებენ.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გერმანელი მოხალისეები პროექტის - „აღმოაჩინე კავკასია“ ფარგლებში იმყოფებიან გორში. პროექტის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება.
ცნობისთვის, გორის განვითარების სააგენტო, გერმანულ ორგანიზაცია European Intercultural Forum e. V- სთან ერთად, ახორციელებს ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „აღმოაჩინე კავკასია“.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.