

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დაარსებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს, გორში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებელი იაფად შეიძენს როგორც ხელნაკეთ სამკაულებს, ასევე, მეორად წიგნებს, ხოლო შეგროვილი თანხა ხანდაზმულ ადამიანებს მოხმარდებათ: 1 ოქტომბერს - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მათთვის ღონისძიების გამართვა იგეგმება.
საქველმოქმედო ღონისძიება გორის თეატრის სკვერში 14:00 საათზე დაიწყება და ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.