

კოკისპირული წვიმის შედეგად წყალდიდობაა თურქეთში, საბერძნეთსა და ბულგარეთში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა, არიან დაკარგულებიც.
რთული მდგომარეობაა სტამბოლში, დატბორილია ქალაქის ქუჩები, სახლები, ასევე დატბორილია მეტროს რამდენიმე სადგური. თურქეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, წყლის ნაკადმა კემპინგი წაიღო, დაღუპულია 2 დამსვენებელი, 4 კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
წყალდიდობის გამო, ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული ცენტრალურ საბერძნეთში. ბულგარეთის სამხრეთის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია ძლიერმა შტორმმა, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.