საზოგადოება
05.09.2023 16:02
გორში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ერთ კვირაში მხოლოდ +18 გრადუსი დაფიქსირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრიდან გორში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 სექტემბერს გორში ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, 7 სექტემბერს კი მოსალოდნელია +27 გრადუსი და მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე მცირე წვიმა.

მხოლოდ +24 გრადუსია ნავარაუდევია 8 სექტემბერს, 9 სექტემბერს კი, ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და +21 გრადუსი დაფიქსირდება. +21 გრადუსი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი 10-11 სექტემბერსაც.

12 და 13 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და 12-ში 20, 13 სექტემბერს კი მხოლოდ +18 გრადუსია ნავარაუდევი.

კვირის ამბები