

გორში მწერალ დავით ახლოურის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ახალი წიგნის „საუფლო“ პრეზენტაცია, რომელშიც წმინდა სამების, ღვთისმშობლის, ეკლესია-მონასტრების და წმინდანებისადმი მიძღვნილი ლექსებია გამოქვეყნებული.
როგორც „გორის მაცნესთან“ დავით ახლოურმა განაცხადა, ღონისძიებას მწერლები და საზოგადოების წევრები დაესწრებიან. ისინი პოეტის შემოქმედების და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებენ და ნაწარმოებებს წაიკითხავენ.
დავით ახლოურის შემოქმედებითი საღამო 9 სექტემბერს, 14:00 საათზე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში (სამეფოს ქუჩა №5) გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაცია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს