

ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად მსურველებს განაცხადის გაკეთება ელექტრონულ მისამართზე: online 1. naec .ge / oapp შეუძლიათ. განაცხადები 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე მიიღება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.