

„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში, გორში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო, აქტივობები დაგეგმილია სამომავლოდაც.
„პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო და კიდევ იგეგმება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, რაც ახალგაზრდებს განტვირთვის და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას აძლევს. „ახალგაზრდულ დღეებში“ მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
„ახალგაზრდული დღეები“ ახალგაზრდული ცენტრის - „ახალი თაობა“ პარტნიორობით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.