კულტურა
25.08.2023 14:21
ხელოვნების სახლი „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ მესამე ნაწილს აცხადებს
ხელოვნების სახლი/Art House ადგილობრივი სახელოვნებო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ მესამე ნაწილს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს შეუძლია. ინიციატივა შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე საინიციატივო ჯგუფებმა ან/და ორგანიზაციებმა.
„ინიციატივა შეიძლება ეხებოდეს ქუჩის მხატვრობას, მუსიკალურ ივენთს, სკულპტურას, აუდიო/ვიდეო ინსტალაციას, ფოტო/კინო პროექტის განვითარებას, ბეჭდური პროდუქციის გამოცემას, პერფორმანსს, პლენერი/სკეჩინგის და ა.შ. ინიციატივის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. რომლის მიზნობრიობაც იქნება ნამუშევრის შესაქმნელი მასალის ხარჯი, არტისტის, ტექნიკური ჯგუფის ჰონორარი (არაუმეტეს 10%-ისა)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ხელოვნების სახლი ავრცელებს.
„თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსში“ მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება ელექტრონულად 
 შეუძლიათ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 სექტემბერი. შერჩეული ინიციატივები გამოცხადდება არაუგვიანეს 5 სექტემბრის.
შეგახსენებთ, პროექტი„ART HOUSE 20 23“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
კვირის ამბები