

რაჭაში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 29 ცხედარია ნაპოვნი.
საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა, თუმცა, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.
ნაპოვნი ცხედრებიდან 27 იდენტიფიცირებულია, ორის იდენტიფიცირება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, ძებნა-შველი ოპერაცია 3 აგვისტოდან ამ დრომდე გრძელდება, სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.