

მეშვიდედ გახდა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გორელი მოჭადრაკე ციალა ქასოშვილი.
ამ დღეებში, თბილისში გამართულ ქვეყნის ჩემპიონატზე სენიორებს შორის, ქასოშვილმა პირველობა არავის დაუთმო და ქულათა უკეთესი სხვაობით, პირველი ადგილი დაიკავა.
ამ გამარჯვებით მან სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მიიღო და წლეულს ამ შეჯიბრებაზეც ცდის ბედს.
შეგახსენებთ, რომ ციალა ქასოშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ჭადრაკის სექციის მწვრთნელია, თუმცა, სენიორებს შორის თავადაც ხშირად ასპარეზობს და წარმატებებასაც აღწევს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს