ხელოვნების სახლი „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების“ ფარგლებში, პროექტს „პორტალის ხმა/SOUND OF PORTAL“ ახორციელებს.
ორგანიზატორების თქმით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ესტუმროს ხელოვნების სახლს და შეასრულოს სხვადასხვა ნაწარმოები.
„ხელოვნების სახლის „პორტალში“ ყოველდღე დაგხვდებათ ციფრული პიანინო. ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ გვესტუმროთ და შეასრულოთ როგორც ცნობილი, ისე უცნობი ან საკუთარი ნაწარმოებები. ერთი თვის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, ლაივსთრიმი გაშვებული იქნება ჩვენს იუთუბ არხზე და შესრულებული ნაწარმოებები გაზიარდება სოციალურ ქსელებში“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ