

მაგისტრობის კანდიდატებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online. naec. ge მიიღება.
„სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური 50 ლარი. ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უბრუნდება გამოცდაში მონაწილეს. საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მსურველებს განაცხადების შევსების შესაძლებლობა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.