

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ლეგენდარული ფალავნების - შოთა ჩოჩიშვილის და კობა კურტანიძის სახელობის ტურნირი გადაიდო, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ შეჯიბრების ორგანიზატორებმა განუცხადეს. მათი თქმით, მიზეზი გორში დატრიალებული ტრაგედიაა.
შეგახსენებთ, გუშინ 22 წლის გორელ ახალგაზრდას სკუტერი დაეჯახა. მიშო ჯალაბაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.