ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) 2023 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, რომელიც მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის რეიტინგებს მოიცავს, საქართველო 74-ე და 124-ე ადგილებს იკავებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„მობილური ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით, 140 ქვეყანას შორის საქართველო 74-ე ადგილს იკავებს და 31.76 მბ/წმ-ით ახლოსაა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც იამაიკა და ჩილეა.
რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარეს, საქართველო 25.74 მბ/წმ-ით 124-ე ადგილს იკავებს და 180 ქვეყანას შორის მადაგასკართან, სეიშელის კუნძულებთან და მალის რესპუბლიკასთან ერთად პოზიციონირებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.