

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა.
რაც შეეხება კონკრეტულ ლოკაციებს სადაც შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება, „გორის მაცნეს“ ინფორმაციით მალე დაიწყება 235 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ძმები რომელაშვილების ქუჩიდან რაგბის მოედნამდე.
ტენდერი გამოცხადებულია შარტავას ქუჩის 250 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნითაც (თოიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ჩიხამდე).
კიდევ ერთი ლოკაცია კი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იგეგმება, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისთავია. აღნიშნულ სოფელში 494 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 701 220 ლარია გათვალისწინებული.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.