

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის ეზოში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ზაფხულში დასრულდება და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები განახლებულ გარემოში შეხვდებიან.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის ეზოში გაკეთდა სცენა, გაშენდა ვარდების ხეივანი და მოეწყო ბილიკები.
„ხელოსნებთან ერთად, სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული სასკოლო საზოგადოება. ამავდროულად, დამზადდა ბანერი დამფინანსებელი კომპანიების შესახებ, რომელიც სკევრში განთავსდება.
უნდა დამონტაჟდეს განათება და მოპირკეთდეს სცენა. სკვერისთვის საჭირო სკამებს მოსწავლეებს კომპანია „ჩინარი“ გადასცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.