

დღეს, 14 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე 3x3 კალათბურთში, ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართება. საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ინფორმაციით, შეჯიბრება 20:00 საათზე დაიწყება და მას ჭალის კალათბურთის მოედანი (სხირელის დარბაზის მიმდებარედ) უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის ფარგლებში იმართება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. I ადგილზე გასულ გუნდს 1 500 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 1 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო III ადგილის მფლობელი 500 ლარს მიიღებს.
შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ორგანიზებით ტარდება.ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი