13-14 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტში ნალექი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
13 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ტემპერატურა დღისით +3, ღამით -3 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია 14 თებერვალსაც.
ღამის საათებში ყინვა შენარჩუნდება 14, 15 და 16 თებერვალსაც. მეტეოროლოგების ცნობით, აღნიშნულ დღეებში დღისით +3,+5, ღამით კი, -2, -6 გრადუსია მოსალოდნელი.