

დღეს, 9 აგვისტოს, 20:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე - 3 x 3 კალათბურთში, მეოთხედფინალური თამაშები დაიწყება.
შეხვედრები ჭალის (სხირელის დარბაზის მიმდებარედ) კალათბურთის მოედანზე გაიმართება და დასწრება თავისუფალია.
კალათბურთის პირველობა - 3 x 3-ზე „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში იმართება და მონაწილეობენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 წლიდან ზემოთ ასაკის მოყვარული კალათბურთელები, ხოლო ასპარეზობაში სუპერლიგის და A ლიგის მოთამაშე კალათბურთელები არ მონაწილეობენ.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია. I ადგილზე გასულ გუნდს 1 500 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 1 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო III ადგილის მფლობელი 500 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორის“ ორგანიზებით ტარდება.ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი