

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 8 აგვისტოდან დაწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი.
„აბიტურიენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.