

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე კონსტანტინე პეტრიაშვილი (80 კგ.), ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სტამბულში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 გამარჯვებით დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქმენ დოვლატბეგ მურადოვს სძლია და მესამე ადგილი დაიკავა. კონსტანტინე პეტრიაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია, მისი პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
ცნობისთვის, კონსტანტინე ტიტულოვანი ფალავნის - გენო პეტრიაშვილის ძმაა. მან წელს მსოფლიოს გარდა, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზეც შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება. გასულ წელს კი 15 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის