

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდალეთთან ახლოს „მიცუბიში პაჯერო იოს“ მარკის ჯიპი, რომლითაც 9 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფმა რამდენიმე პირმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
როგორც „გორის მაცნეს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
კოდექსის მიხედვით, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.