

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭაში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა, შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, შვიდი პირის ცხედარია ნაპოვნი.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.