

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას მხარი დაუჭირა. კელი დეგნანს რობინ დანიგანი შეცვლის.
სენატის ამ გადაწყვეტილებამდე, დანიგანს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი ჯილდოს მფლობელი. იგი კალიფორნიის მკვიდრია, რობინ დანიგანი სწავლობდა ჯორჯთაუნის და ბერკლის უნივერსიტეტებში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.