გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე მინი ფეხბურთში ფინალში მონაწილე გუნდები გამოვლინდა. გამარჯვებისთვის ერთმანეთს „ჭალა“ და „წმინდა წყალი/ჯარი“ დაუპირისპირდება. მატჩი 28 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ჭალის სტადიონზე (ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზის გვერდით) გაიმართება.
რაც შეეხება მესამე ადგილისთვის ბრძოლას, ხვალვე, 18:30 საათზე ერთმანეთს „ახალდაბა“ - „ახალბაღი“ შეხვდება.
შეგახსენებთ, მუნიციპალური პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში იმართება. შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორი“.,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს