

გორის საგამოცდო ცენტრში დღეს სამაგისტრო გამოცდები დაიწყო.
საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის თქმით, რეგისტრირებული 191 აპლიკანტიდან, გამოცდაზე 164 გამოცხადდა. როგორც მან აღნიშნა, პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დღეს ტესტირება წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩატარდა. ხვალ, 28 ივლისს კი, მათი ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა შემოწმდება“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ თინათინ გვერდწითელმა.
ცნობისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, ქვეყნის მასშტაბით, სულ, 10 000-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს