გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს.
ხვალ, 12 თებერვალს, ღამით მოსალოდნელია -8 გრადუსი, დღისით კი, 14-დან 17 საათამდე ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე გათბება, დილის და საღამოს საათებში, კი მოსალოდნელია ტემპერატურის დაცემა -2 -6 გრადუსამდე.
13 თებერვალს კი, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ტემპერატურა დღისით +3, ღამით -3 გრადუსია მოსალოდნელი.
ღამის საათებში ყინვა შენარჩუნდება 14, 15 და 16 თებერვალსაც. მეტეოროლოგების ცნობით, აღნიშნულ დღეებში დღისით +3,+5, ღამით კი, -2, -6 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია 14 თებერვალსაც.