გორელი ფრენბურთელები აჭარის ღია ჩემპიონატზე საპლაჟო ფრენბურთში ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
„შავი ზღვის ვარსკვლავები 2023“ ბათუმში ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს 9 ქალაქის 78 წყვილი მონაწილეობდა.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელთა სექცია (ხელმძღვანელები თინა ფსუტური, ნინო სირაძე) ტურნირზე 3 წყვილით ასპარეზობდა.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მათგან ყველაზე უკეთ ლიზი ზირაქაშვილის და მაია გელაშვილის წყვილი „გორი 1“ გამოვიდა. წყვილმა 2008-2009 წელს დაბადებულებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ლიზი ზირაქაშვილმა მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა და შესაბამისი პრიზით დაჯილდოვდა.,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს