

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილ ოჯახებს საკუთრებაში ქონება გადაეცემათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები 367 ოჯახი ფაქტობრივად დაკავებულ 409 ქონებას მიიღებს, მათ შორის, საცხოვრებელ ბინებს და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.
„დევნილებისთვის გადასაცემი ქონება თბილისში, შიდა ქართლში, ქუთაისში, დაბა ჩხოროწყუში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში მდებარეობს“, - აცხადებენ სააგენტოში.2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.